დიზაინის და ანიმაციის სკოლა (DAS) ქართული სტუდიების: ჰოლი მოტორსის, ანიმატორისა და გარნამატაკის შემოქმედებითი კავშირით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა.

მთავარია ძალისხმევა არ დაიშურო, ჩვენ შენთან ერთად დიდებული გეგმები გვაქვს!

დიზაინის და ანიმაციის სკოლა

დიზაინის და ანიმაციის სკოლა (DAS) შექმნილია ახალი ტალანტების აღმოსაჩენად, მათთვის პროფესიულ გზაზე საინტერესო შესაძლებლობების შესაქმნელად და დამფუძნებელი სტუდიების ადამიანური რესურსის განსავითარებლად, რაც მთავარი ნაბიჯია ინდუსტრიაში წარმატების მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

მიზნები და განზრახვები

დიზაინის და ანიმაციის სკოლის მთავარი მიზანია ახალი თაობის, კონკურენტუნარიანი ვიზუალური არტისტების აღმოჩენა, მათი პროფესიული უნარებისა და კარიერული შეასძლებლობების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი შემოქმედებითი კლასის ჩამოყალიბებას.


დიზაინის და ანიმაციის სკოლაში გამორჩეულ პროფესიონალებთან და არტისტებთან ერთად ისწავლით იმ მთავარ პრინციპებს, რომლებსაც გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციის შექმნა ეფუძნება. თანამედროვე სამყაროში, ყველაზე აქტუალურ სწავლების მეთოდზე - "სწავლა-კეთებით" დაყრდნობით შექმნილი კურსები, გაძლევთ საშუალებას რეალურ პროექტებთან ურთიერთობით შეისწავლოთ ინდუსტრიის სტანდარტები და პროფესიონალიზმისთვის საჭირო ის უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ წამყვან სტუდიებთან ინტეგრაციაში, ან პერსონალურ განვითარებაში.


ამ გეგმების გათვალისწინებით, სპეციალურად დიზაინის და ანიმაციის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის ჩამოყალიბდა DAS Alumni Network-ს, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ პრიორიტეტს, რაც კარიერის აქსელერაციას შეუწყობს ხელს, მათ შორის:

  • პრიორიტეტული შეთავაზება კომერციულ პროექტებში ჩართვაზე (Freelancing)
  • უფასო წვდომა მასტერკლასებზე და დახურულ ღონისძიებებზე
  • რეგულარული Portfolio Review სესიები წამყვანი არტისტებისგან
  • DAS Google Workspace for Education ანგარიში და ელ.ფოსტა ცალკეული კურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში
  • ფასდაკლებები როგორც კურსებზე, ისე სკოლის მიერ შექმნილ ნებისმიერ კომერციულ ნაწარმზე

დასი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმა, ის აერთიანებს შემოქმედ საზოგადოებას ინდუსტრიის გარშემო, აკავშირებს დამწყებ და პროფესიონალ არტისტებს შემდგარ სტუდიებთან და ამზადებს მათ სამუშაო პროცესებში ინტეგრაციისთვის.

USAID
GARNAMATAC
Holy Motors
Animatory

გაიცანი ჩვენი გუნდი

მენტორები
avatar
ირაკლი კილაძე

3D ანიმაციის ხელმძღვანელი @ GARNAMATAC

avatar
ნიკა მაისურაძე

კომპიუტერული გრაფიკის ჯადოქარი @ GARNAMATAC

avatar
სანდრო ქათამაშვილი

მხატვარი, რეჟისორი @ Animatory

avatar
ნათია ნიკოლაშვილი

რეჟისორ-ანიმატორი @ Animatory

avatar
თათა გუშარაშვილი

UI დიზაინერი @ Holy Motors

avatar
გურიკა ჩოხელი

მოძრავი დიზაინის ფალავანი @ Holy Motors

avatar
გიორგი ვასაძე

დიზაინერი, ასოცირებული პარტნიორი @ Holy Motors

avatar
ნიკოლოზ კუმბარი

განუმეორებელი @ Holy Motors

avatar
ანა მარკოზაშვილი

ანიმაციის არტ დირექტორი

avatar
გიორგი გაბისონია

რეჟისორ-ანიმატორი

avatar
რენა ჩაჩანიძე

CG არტისტი

avatar
ანა ჩუბინიძე

თოჯინური ანიმაციის რეჟისორი და ილუსტრატორი

avatar
ნანა სამანიშვილი

მედიახელოვნების პროფესორი და ანიმატორი