course image

ნიკოლოზ ბალუ ყუფარაძე

ნიკოლოზ ყუაფარაძე, ან როგორც ყველა ეძახის - ბალუ, არის ილსუტრატორი. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც ვებ ისე ედიტორიალ ილუსტრაციებს. უმუშავია, როგორც ცალკეულ ილუსტრაციებზე, ასევე კოლექციებზეც ფაბლიშერ კომპანიასთან Chaosium Inc. მათთან ერთად შექმნა არარსებული არსებების, ე.წ. Monster, ვიზუალები სამაგიდო თამაშ Call oF Cthulhu-სთვის.


ილუსტრაციების გარდა, მისი საქმიანობა მოიცავს ანიმაციებისთვის პერსონაჟების შექმნასა და კადრირებას. მას ნამუშევარი აქვს Nickelodeon-თან Spongebob Reimagined “Rock Bottom”-ზე პერსონაჟების დიზაინერად. 


 ამ კურსის განმავლობაში, ბალუ გასწავლით იმ ყველაზე საჭირო საწყისებს რაც ხატვისთვის არის საჭირო. გაივლით როგორც თეორიულ ნაწილს, ისე შეეხებით ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. გარდა ხატვის საწყისებისა, კურსის ბოლოს დაეთმობა დრო პირად პროექტებსაც, მათ მოფიქრებას და დაწყებას. გაიგებთ იმ მცირე ხრიკებს რაც რეალურად საკმარისა რომ თითოეულმა ვისაც ხატვა უნდა მოახერხოს და გადმოიტანოს ფურცელზე ის რაც მათ გონებაშია. ქონდეს სითამამე და დაინახოს გაკვალული გზა საწყისი ნაბიჯებისთვის. და რაც მთავარია - ხელი მოკიდოს და ჩაეჭდოს ჯადოქრობას, რომელიც ხატვაა.


ჩემი კურსები