2D ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ანიმაციის საფუძვლებისა და საწყისების სრულფასოვნად შესწავლა, კურსი დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით და უზრუნველყოფს დამწყები ანიმატორის სრულფასოვან მომზადებას.
განკუთვნილია მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს 3D სამყაროში. კურსის განმავლობაში ისწავლით, როგორ იმუშაოთ Blender ში კომფორტულად
კურსზე შეისწავლით ხატვისთვის საჭირო საწყისებს. კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ფორმისა და სივრცის აგების საბაზისო პრინციპები: ხაზი, ფორმა, პერსპექტივა, შუქ-ჩრდილი, ტონალობა, ფერი და ტექსტურა.
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თამაშების შექმნის საბაზისო ცოდნის შეძენა, Unity3D სათამაშო ძრავითა და C# დაპროგრამების ენის გამოყენებით.
კურსი ბავშვებს Scratch-ის გამოყენებით პროგრამირების საფუძვლებსა და საკუთარი ვიდეოთამაშების შექმნას ასწავლის. რვა კვირის განმავლობაში მოსწავლეები ლოგიკურ აზროვნებასა და კრეატიულ უნარებს ინტერაქტიული პროექტების მეშვეობით განავითარებენ.
კურსი წარმოადგენს თამაშების დიზაინის საფუძვლების პრაქტიკულ შესავალს Unreal Engine-ის გამოყენებით.
კურსის მიზანია პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ძირითადი ცოდნა 3D გრაფიკის სფეროში და სურს თავისი ექსპერტიზის გაუმჯობესება.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ექსპერტიზა რეალისტური და ვიზუალურად შთამბეჭდავი კომპოზიტების შექმნაში.
კურსი განკუთვნილია გრაფიკული დიზაინის, ბრენდინგისა და ვიზუალური კომუნიკაციის სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება
კურსის მიზანია სამგანზომილებიანი გრაფიკის თეორიული ბაზის საფუძვლიანი შესწავლა
კადრირება კინოსა და რეკლამაში კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს და გაიუმჯობესოს ვიზუალური პროდუქტის შექმნის უნარები.
ანიმაციის რეჟისურა პრაქტიკული კურსია, სადაც სტუდენტები ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან - იდეიდან რეჟისორულ ხედვამდე და ვიზუალურ პრეზენტაციამდე.