ვიდეოთამაშების დეველოპმენტი
კურსი ბავშვებისთვის
ვიდეოთამაშების დეველოპმენტი ბავშვებისთვის
კურსი ბავშვებს Scratch-ის გამოყენებით პროგრამირების საფუძვლებსა და საკუთარი ვიდეოთამაშების შექმნას ასწავლის. რვა კვირის განმავლობაში მოსწავლეები ლოგიკურ აზროვნებასა და კრეატიულ უნარებს ინტერაქტიული პროექტების მეშვეობით განავითარებენ.
კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა
კურსის აღწერა
კურსი „ვიდეოთამაშების დეველოპმენტი ბავშვებისთვის“ არის ინტერაქტიული სასწავლო პროგრამა. პროგრამირების პლატფორმა Scratch-ის გამოყენებით, ბავშვები შეისწავლიან თამაშის შექმნის ფუნდამენტურ პრინციპებს, პერსონაჟების ანიმაციას, ფიზიკის სიმულაციას და რთული ლოგიკური სტრუქტურების აგებას. რვა კვირის განმავლობაში მოსწავლეები გაივლიან გზას მარტივი „Hello World“ ბლოკებიდან სრულყოფილი, მრავალდონიანი თამაშების შექმნამდე, რაც მათ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს განუვითარებს.
კურსის განმავლობაში ბავშვები იმუშავებენ ისეთ საინტერესო პროექტებზე, როგორიცაა კატა-თაგვობანას თამაში, კოსმოსური თავგადასავალი და პლატფორმერები. ისინი პრაქტიკულად გაეცნობიან ცვლადებს, ციკლებს, კლონირებასა და ხმოვან ეფექტებს. სწავლება ორიენტირებულია შემოქმედებით პროცესზე, სადაც თითოეულ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი ფანტაზია რეალურ ციფრულ პროდუქტად აქციოს და კურსის დასასრულს თავისი ნამუშევარი მეგობრებსა და მშობლებს წარუდგინოს.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Scratch
ტექნიკური მოთხოვნები: ნებისმიერი კომპიუტერი (მათ შორის, სკოლის ბუკი)
ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
კურსი განკუთვნილია 7-12 წლის ბავშვებისთვის
გიორგი აბელაშვილი
უფროსი ვიდეოთმაშების დეველოპერი
მენტორის შესახებ
გიორგი აბელაშვილი არის უფროსი ვიდეოთმაშების დეველოპერი, ინდუსტრიის ექსპერტი, რომლის კარიერა 15 წელზე მეტს მოიცავს. გიორგი ამჟამად მოღვაწეობს საერთაშორისო კომპანია DECA Games-ში, სადაც მუშაობს ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა Tomb Raider, Hitman, ShadowGun Legends. პარალელურად, ის არის ინდი დეველოპერი, რომლის შემოქმედებაც მოიცავს თამაშებს როგორც პერსონალური კომპიუტერებისთვის (Steam), ისე წამყვანი კონსოლებისთვის - Nintendo Switch, PlayStation 5 და Xbox. ის არის ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ქართული თამაშისა - Drift King, და შექმნილი აქვს მრავალი სხვა პროექტი (მაგ. Difficult Game About Letters, Winkings).
გიორგი გაუძღვება გეიმ-დეველოპმენტის შესავალ კურსს, რომელიც დაფუძნებულია Unity-ის ძრავასა და C# პროგრამირების ენაზე. ეს იქნება ინტენსიური, სტუდენტზე მორგებული პრაქტიკული პროცესი, სადაც თეორიულ საფუძვლებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად უკუკავშირს, ტექნიკურ გამართულობასა და რეალურ სამუშაო პროცესს.
თავისი მრავალმხრივი გამოცდილებით, გიორგი დაეხმარება სტუდენტებს, რომ ნულიდან დაგეგმონ და შექმნან საკუთარი თამაშის პროტოტიპი - დაწყებული C# ენის ფუნდამენტური პრინციპებით, დასრულებული Unity-ის გარემოში პროექტის არქიტექტურითა და ოპტიმიზაციით. მისი მენტორობით სტუდენტები აითვისებენ იმ ინჟინრულ მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და კურსის ბოლოს შექმნიან სრულფასოვან, გამართულ თამაშის პროექტს, რომელიც მზად იქნება წარმოების ეტაპზე გადასასვლელად.