3D
გრაფიკა
პოსტი
კომპოზიტი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ექსპერტიზა რეალისტური და ვიზუალურად შთამბეჭდავი კომპოზიტების შექმნაში.
კურსი ფოკუსირებულია იმ ტექნიკების შესწავლაზე, რომლებიც აუცილებელია რეალისტური და ვიზუალურად შთამბეჭდავი კომპოზიტების შესაქმნელად, მათ შორის ქიინგი, ტრეკინგი, ფერის კორექცია და ფენების კომბინაცია. პრაქტიკული პროექტებისა და სავარჯიშოების მეშვეობით, სტუდენტები ისწავლიან, როგორ გააუმჯობესონ ვიზუალური თხრობა მრავალი ელემენტის ერთიან საბოლოო გამოსახულებაში შერწყმით. ასევე კურსის მიზანია, სტუდენტებს განუვითარდეთ 3D კომპოზიტინგის უნარები, რათა მათ შეძლონ პროფესიონალური ხარისხის ვიზუალური ეფექტების შექმნა ფილმებისთვის, ტელევიზიისა და ციფრული მედიისთვის.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: BMD Fusion, Blender
კურსის ხანგრძლივობა: 15 კვირა
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
▶ საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Blender-ის სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
▶ სამ ღილაკიანი მაუსი;
▶ Numpad კლავიატურა.
პრერეკვიზიტები:
კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია 3D გრაფიკული ედიტორის საშუალო დონეზე და Blender-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (ან წარმატებით გავლილი კურსი: 3D გრაფიკა, საწყისები)
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
ნიკა მაისურაძე
კომპიუტერული გრაფიკის ჯადოქარი @ GARNAMATAC
მენტორის შესახებ
ნიკა მაისურაძე, სტუდია GARNAMATAC-ის თანადამფუძნებელი და მთავარი CG არტისტი, და დიზაინის და ანიმაციის სკოლის 3D გრაფიკისა და კომპოზიტის მენტორი! ნიკას მოწოდებაა პიქსელების მაგიად გადაქცევა. მისი კურსები მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სწავლას არ გულისხმობს — ნიკა გვაჩვენებს, როგორ გადავიტანოთ ყველაზე გაბედული წარმოდგენები რეალობაში. ნიკას გაკვეთილები ხელოვნების სიღრმისეულ ცოდნასთან და ინსპირაციით სავსე გამოცდილებით არის დახუნძლული. მის კურსებში შემოქმედება და ტექნიკური უნარები ერთმანეთთან ბალანსირებულად იკვეთება!