3D
გრაფიკა
3D გრაფიკა, საწყისები
კურსის მიზანია სამგანზომილებიანი გრაფიკის თეორიული ბაზის საფუძვლიანი შესწავლა
კურსის მიზანია დამწყებ არტისტებს გააცნოს 3D გრაფიკის ფუნდამენტური კონცეფციები და ხელსაწყოები; ჩამოაყალიბოს მყარი საფუძველი 3D გრაფიკის ძირითად ასპექტებში, რათა სტუდენტებს შეეძლოთ შექმნან მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი 3D ობიექტები და სცენები. პრაქტიკული პროექტებისა და სავარჯიშოების მეშვეობით, სტუდენტები შეისწავლიან არსებით ტექნიკებს, როგორიცაა მოდელირება, ტექსტურირება, განათება და რენდერი. მიზანია, დამწყებებს მივცეთ უნარები და თავდაჯერებულობა, რომ განაგრძონ 3D გრაფიკისა და ანიმაციის უფრო რთული ასპექტების შესწავლა.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Blender
კურსის ხანგრძლივობა: 12 კვირა
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
▶ საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Blender-ის სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
▶ სამღილაკიანი მაუსი;
▶ Numpad კლავიატურა
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები

რენა ჩაჩანიძე
CG არტისტი
მენტორის შესახებ
რენა ჩაჩანიძე დიზაინის და ანიმაციის სკოლის ''3D გრაფიკა საწყისების'' კურსის მენტორია. ის სტუდია GARNAMATAC-ს 2022 წელს შემოუერთდა და კომპიუტერული გრაფიკის გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. რენას პროფესიული განვითარება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი დარგის წამყვანი სპეციალისტების მენტორობის ქვეშ კომპეტენციები გაიღრმავა 3D გრაფიკას, 3D ანიმაციასა და ვიზუალური განვითარების მიმართულებებით.
რენას პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ ნამუშევრებს როგორიცაა Spongebob Reimagined: EP. Rock Bottom, Nickelodeon-ის The Backyeardigans, ანიმციური კლიპი Will Smith-ისთვის, ყველასთვის საყვარელი კუპატას ანიმაცია და მრავალი სხვა.
3D გრაფიკის საბაზისო კურსის ფარგლებში, რენა გაგვიზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას. დაგეხმარებათ Blender-ის საშუალებით ფოტორეალისტური ნამუშევრის შექმნაში.

ნიკა მაისურაძე
კომპიუტერული გრაფიკის ჯადოქარი @ GARNAMATAC
მენტორის შესახებ
ნიკა მაისურაძე, სტუდია GARNAMATAC-ის თანადამფუძნებელი და მთავარი CG არტისტი, და დიზაინის და ანიმაციის სკოლის 3D გრაფიკისა და კომპოზიტის მენტორი! ნიკას მოწოდებაა პიქსელების მაგიად გადაქცევა. მისი კურსები მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სწავლას არ გულისხმობს — ნიკა გვაჩვენებს, როგორ გადავიტანოთ ყველაზე გაბედული წარმოდგენები რეალობაში. ნიკას გაკვეთილები ხელოვნების სიღრმისეულ ცოდნასთან და ინსპირაციით სავსე გამოცდილებით არის დახუნძლული. მის კურსებში შემოქმედება და ტექნიკური უნარები ერთმანეთთან ბალანსირებულად იკვეთება!