
ანა ჩუბინიძე
ანა ჩუბინიძე ილუსტრატორი, თოჯინური (stop-motion) ანიმაციის რეჟისორი და სტუდია „ჯიბის სტუდიის“ თანადამფუძნებელია. კარიერა დაიწყო საქართველოს გამომცემლობებში, სადაც მუშაობდა როგორც ილუსტრატორი და pop-up წიგნების დიზაინერი. 2016 წელს გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“, რომელიც ფრანგულ სტუდია „Folimage“-თან და სხვა პარტნიორებთან კოპროდუქციით შეიქმნა. ფილმი 150-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს და 22 ჯილდო მიიღო.
2017 წელს ანამ თბილისში დააარსა „ჯიბის სტუდია“ . მისი მეორე ფილმი „ფრენცის სასადილო“ (Franzy’s Soup-Kitchen, 2021) ასევე „Folimage“-თან კოპროდუქციით შეიქმნა და არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე დაფასდა. ამჟამად მუშაობს ახალ ანიმაციურ პროექტებზე და სტუდიის გუნდთან ერთად ქმნის ანიმაციურ რეკლამებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს ბავშვებისთვის.
ანა გამორჩეულია ხელნაკეთი სამყაროს შექმნის უნარითა და ვიზუალური თხრობის განსაკუთრებული სტილით, რომელიც ბავშვებსა და დიდებს ერთნაირად უყვართ.
დიზაინისა და ანიმაციის სკოლაში ანა გაუძღვება ქაღალდის ანიმაციის კურსს, სადაც სტუდენტებთან ერთად იმუშავებს იდეების სტოპ-მოუშენ ანიმაციებად ქცევის პროცესზე.
ჩემი კურსები

ქაღალდის ანიმაცია
ქაღალდის ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეების ქაღალდის სტოპმოუშენ ანიმაციებად გადაქცევა და უყვარს ხელით მუშაობა.