მიშელ აბრამიდი
მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.
მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.
კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.
ჩემი კურსები
3D ანიმაცია - I მოდული
კურსის მიზანია პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა.
3D ანიმაცია - II მოდული
ეს მოდული გასწავლით, როგორ ითარგმნება ანიმაციის საფუძვლები, პერსონაჟების ანიმაციაში.
3D ანიმაცია - V მოდული
ამ მოდულში სტუდენტების დავალება იქნება შექმნან სრულფასოვანი სცენა ან სცენების ნაწყვეტი დიალოგით.
3D ანიმაცია - III მოდული
ამ მოდულში სტუდენტები ისწავლიან, როგორ შექმნან action სცენები, ისწავლიან დინამიური და კომპლექსური მოძრაობის დაგეგმვას და შესრულებას, შეიძენენ ტექნიკურ და კრეატიულ უნარჩვევებს, რომელიც დაეხმარებათ მოკლე ამბის მოფიქრებასა და შესრულებაში.
3D ანიმაცია - IV მოდული
ამ მოდულში სტუდენტები დაიწყებენ სამსახიობო უნარების შეძენას, ისწავლიან როგორ შექმნან იმის ილუზია, რომ პერსონაჟი ფიქრობს, გეგმავს, რეაგირებს თავის გარემოზე და გააჩნია ემოციები.