course image

გიორგი გაბისონია

გიორგიმ ანიმაციაში კარიერა დაიწყო 2016 წელს Budapest Metropolitan University-ში, ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, 2019 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა სტუდია "ანიმატორში".


ამ წლების განმავლობაში მან "ანიმატორის" გუნდთან ერთად იმუშავა მრავალ კომერციულ პროექტზე და ასევე მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე "ყვავი". იგი ასევე ერთ-ერთი ქართველი მონაწილეა სამაგისტრო პროგრამის - "ReAnima". ამ პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 წლებში იმოგზაურა ბელგიაში, ფინეთსა და პორტუგალიაში, სადაც შეისწავლა ანიმაციის რეჟისურა, მისი სხვადასხვა ფორმები და კარიერული შესაძლებლობები. ახლა, ახალი გამოცდილებითა და უნარებით კვლავ აგრძელებს საქმიანობას თავის საყვარელ სტუდიაში და ჩართულია ქართული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის - "იგის", წარმოების პროცესში, როგორც რეჟისორის მთავარი ასისტენტი.


გიორგი სამი თვის განმავლობაში დასის 2D ანიმაციის კლასს გაუწევს მენტორობას. თეორიულ საკითხებთან ერთად, ეს იქნება მოსწავლეზე მორგებული დავალებებითა და უკუკავშირით სავსე პროცესი, რათა შედეგად სტუდენტებმა შეისწავლონ ის მოკლე გზები და ხრიკები, რომლითაც ნებისმიერი წამყვანი ანიმატორი ასრულებს სხვადასხვა სირთულის სცენას. გაითამაშონ, დახატონ და შეასრულონ თავისი მოკლე, ინდივიდუალური დავალებები, რითაც შეძლებენ ნებისმიერი დამსაქმებლისთვის თავისი შესაძლებლობების ჩვენებას.

ჩემი კურსები

course image
2D ანიმაცია

2D ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ანიმაციის საფუძვლებისა და საწყისების სრულფასოვნად შესწავლა, კურსი დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით და უზრუნველყოფს დამწყები ანიმატორის სრულფასოვან მომზადებას.