ირაკლი კილაძე
ირაკლი არის სტუდია GARNAMATAC-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ანიმატორი, დიზაინის და ანიმაციის სკოლის 3D ანიმაციის მენტორი. სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაწყებული მოგზაურობა სპორტულ აკრობატიკაში კარიერით გაარძელა და ბოლოს ანიმაციაში აღმოაჩინა თავი. ვინ იფიქრებდა, რომ მისი ყოფილი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიები ასე დაეხმარებოდა ანიმაციის ხელოვნების სრულყოფაში.
ირაკლის სწავლების სტილი გამოირჩევა რთული კონცეფციების მარტივად და მხიარულად გადაცემით. იქნება ეს პერსონაჟების გაცოცხლება თუ მთლიანად ახალი სამყაროს შექმნა, მისი ყველა გაკვეთილი სავსეა თეორიის საფუძვლებით, პრაქტიკული სწავლებით და ექსპერიმენტებით.
ჩემი კურსები
3D ანიმაცია
კურსის მიზანია 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა, კურსის განმავლობაში მოკლე, 10–12 წამიანი ანიმაციის შექმნა.