course image

ნათია ნიკოლაშვილი

ნათია ნიკოლაშვილი არის ანიმაციის რეჟისორი და ანიმატორი. ნათიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ანიმაციის წარმოებაში, ის მუშაობს როგორც კომერციულ მოკლე პროექტებზე, ასევე საფესტივალო ანიმაციურ ფილმებზე.


ნათია 3 თვის განმავლობაში გაუწევს მენტორობას ანიმაციის რეჟისურის კურსს. ეს იქნება ინტენსიური, სტუდენტზე მორგებული პრაქტიკული პროცესი, სადაც თეორიულ ნაწილთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად უკუკავშირს, შემოქმედებით თავისუფლებასა და რეალურ სამუშაო პროცესს.


ნათია თავისი გამოცდილებით დაეხმარება სტუდენტებს, რომ მოკლედ, მკაფიოდ და კინემატოგრაფიულად მოიფიქრონ და დაგეგმონ საკუთარი ფილმის კონცეფცია — დაწყებული შინაარსითა და პერსონაჟების განვითარებით, დასრულებული თხრობის სტილითა და ვიზუალური პრეზენტაციით. მისი მენტორობით სტუდენტები აითვისებენ იმ სარეჟისორო მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ანიმაციური ფილმის წარმოებისთვის მოსამზადებლად, და შექმნიან სრულფასოვან, პროფესიონალურ პრეზენტაციას/ფილმის პროექტს, რომელიც მზად იქნება წარმოების ეტაპზე გადასასვლელად.

ჩემი კურსები

course image
ანიმაციის რეჟისურა - ფილმის მოსამზადებელი

ანიმაციის რეჟისურა პრაქტიკული კურსია, სადაც სტუდენტები ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან - იდეიდან რეჟისორულ ხედვამდე და ვიზუალურ პრეზენტაციამდე.