course image

რენა ჩაჩანიძე

რენა ჩაჩანიძე დიზაინის და ანიმაციის სკოლის 3D გრაფიკა საწყისების კურსის მენტორია, რომელიც სტუდია GARNAMATAC-ს 2022 წელს შემოუერთდა და კომპიუტერული გრაფიკის გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. რენას პროფესიული განვითარება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი დარგის წამყვანი სპეციალისტების მენტორობის ქვეშ კომპეტენციები გაიღრმავა 3D გრაფიკას, 3D ანიმაციასა და ვიზუალური განვითარების მიმართულებებით.


რენას პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ ნამუშევრებს როგორიცაა Spongebob Reimagined: EP. Rock Bottom, Nickelodeon-ის The Backyeardigans, ანიმციური კლიპი Will Smith-ისთვის, ყველასთვის საყვარელი კუპატას ანიმაცია და მრავალი სხვა.


3D გრაფიკის საბაზისო კურსის ფარგლებში, რენა გაგვიზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას. დაგეხმარებათ Blender-ის საშუალებით ფოტორეალისტური ნამუშევრის შექმნაში.

ჩემი კურსები

course image
3D გრაფიკა, საწყისები

კურსის მიზანია სამგანზომილებიანი გრაფიკის თეორიული ბაზის საფუძვლიანი შესწავლა