3D
გრაფიკა

Blender: საბაზისო კურსი დამწყებთათვის

განკუთვნილია მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს 3D სამყაროში. კურსის განმავლობაში ისწავლით, როგორ იმუშაოთ Blender ში კომფორტულად

კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა


კურსის აღწერა:

ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს 3D სამყაროში. კურსის

განმავლობაში ისწავლით, როგორ იმუშაოთ Blender ში კომფორტულად, შექმნათ თქვენი

საკუთარი 3D სცენა, დააყენოთ ეფექტური განათება და კომპოზიცია, შექმნათ სხვადასხვა

ტიპის მოდელები და ანიმაციები და მისცეთ ნამუშევარს საბოლოო, დასრულებული სახე.


კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

  • Blender-ის ინტერფეისისა და ძირითადი სამუშაო გარემოს ეფექტურად გამოყენებას;
  • 3D ობიექტების მოდელირებას საბაზისო ინსტრუმენტებისა და მოდიფიკატორების
  • დახმარებით;
  • სცენის სტრუქტურირებასა და ობიექტების ორგანიზებას;
  • ფორმების სტილიზებას და ვიზუალური კომპოზიციის შექმნას;
  • მასალების, ტექსტურებისა და Shader სისტემის საბაზისო გამოყენებას;
  • განათების, კამერისა და კომპოზიტინგის პრინციპების გამოყენებას;
  • მარტივი ანიმაციის შექმნასა და ფინალური რენდერის მომზადებას;
  • დამოუკიდებელი 3D პროექტის დაგეგმვასა და შესრულებას.



კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Blender

ტექნიკური მოთხოვნები: საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Blender-ის სისტემური მოთხოვნების შესაბამისად


ფორმატი: ონლაინ შეხვედრები

instructor-image

ბერიკა ლობჟანიძე

3D არტისტი და ვიზუალური დეველოპერი

მენტორის შესახებ

3D არტისტი და ვიზუალური დეველოპერი, მრავალმხრივი გამოცდილებით 3D და VFX პროექტებში, მათ შორის ფილმზე და კომერციულ ნამუშევრებში, ფოკუსით განათებაზე, კომპოზიციასა და ვიზუალურ ხარისხზე. დღეს მისი ძირითადი მიმართულებაა ვიზუალური დეველოპმენტი. მუშაობს 3D Lighting და Compositing ზე და პრაქტიკული მიდგომით ეხმარება სტუდენტებს 3D ის საფუძვლების ათვისებაში.

700 ₾

დაწყება: შემოდგომა, 2026