ვიდეოთამაშების დიზაინი
კომპიუტერული თამაშების გარემოს დიზაინი
კურის მოიცავს გარემოს დიზაინს, კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად. კურსდამთავრებულს ექნება საწყისი ცოდნა როგორ იქმნება გარემოს დიზაინი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
კურსის აღწერა:
კურსი მოიცავს გარემოს დიზაინს კომპიუტერული თამაშებისთვის და სტუდენტებს აძლევს საწყის ცოდნას, თუ როგორ იქმნება გარემო თანამედროვე ინდუსტრიული სტანდარტების გათვალისწინებით.
კურსი იწყება საფუძვლებისა და ნავიგაციის ეტაპით, სადაც სტუდენტები ეცნობიან ინტერფეისს და სწავლობენ ძრავის მუშაობის ძირითად პრინციპებს. შემდეგ ეტაპზე ისინი შეისწავლიან გარემოს აწყობასა და მატერიალებს - როგორ გარდაქმნან „ნაცრისფერი კუბები“ ვიზუალურად მიმზიდველ და დამაჯერებელ გარემოდ. საბოლოო ეტაპზე ყურადღება ეთმობა განათებას, ატმოსფეროსა და სინემატიკას - იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც სცენას სიცოცხლეს სძენს და აძლიერებს მის ვიზუალურ ეფექტს.
ვისთვის არის კურსი: ვისაც სურს იცოდეს როგორ იქმნება თამაშების გარემოს დიზაინი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Unreal Engine 5.7
მინიმალური მოთხოვნები: საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
გიორგი თორდია
უფროსი გარემოს დიზაინერი
მენტორის შესახებ
გიორგის გამოცდილება მოიცავს როგორც 2D კონცეპტუალურ ასევე 3D გარემოს დიზაინს, ამჟამად იგი იკავებს სენიორ გარემოს დიზაინერის პოზიციას კომპანია ARTTEO სოფთვეარ დეველოპმენტში.
გიორგის პროფესიულ გამოცდილებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს თანამშორმლობას კომპანია UBISOFT-თან, როდესაც გაეცნო უმაღლეს სტანდარტებს გეიმ დეველოპმენტში.