2D
გრაფიკა
ანიმაცია
დიზაინი

2D მოუშენ დიზაინი

2D მოუშენ დიზაინის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს ანიმაციის ფუნდამენტური პრინციპები და შეძლოს ინდუსტრიაში არსებული ინსტრუმენტებით ანიმაციური პროდუქტის შექმნა.

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს გაააზრებინოს 2D დიზაინისა და ანიმაციის ფუნდამენტური პრინციპები, ინდუსტრიაში აპრობირებული ინსტრუმენტებით შეასწავლოს ანიმაციური პროდუქტის შექმნა. კურსის ფარგლებში სტუდენტები განივითარებენ და შეიძენენ შემოქმედებით და ტექნიკურ უნარებს.


კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად აწარმოოს ანიმაციური პროექტი, სცენარიდან და/ან სთორიბორდიდან მის საბოლოო სახემდე.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები:

After Effects, Illustrator, Photoshop, Blender


სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები

instructor-image

გურიკა ჩოხელი

მოძრავი დიზაინის ფალავანი @ Holy Motors

მენტორის შესახებ

გურიკა ჩოხელი დიზაინის და ანიმაციის სკოლის მოუშენ დიზაინის მენტორია, რომელიც ხელმძღვანელობს ანიმაციის გუნდს Holy Motors-ში. მისი მთავარი საქმიანობა ამბების ილუსტრაციებში გადმოცემა და მათი გაცოცხლებაა. ამ მსფეროში მისი გამოცდილება უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის და ფარავს როგორც 2D მოძრავ დიზაინს, ასევე 3D ანიმაციის მიმართულებასაც.

2000 ₾

დაწყება: 9 ნოემბერი, 2024