გრაფიკა
დიზაინი
UX/UI

შემოქმედებითი ვებ დიზაინი

შემოქმედებითი ვებ დიზაინის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს ვებ, დესქთოპ და მობილური პლატფორმებისთვის ვიზუალური ინტერფეისების შექმნა.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა სამომხმარებლო გრაფიკულ ინტერფეისებსა და სამომხმარებლო გამოცდილების, როგორც დისციპლინის არსზე, ტექნოლოგიურ თავისებურებებზე პლატფორმის, ბრენდის ან პროდუქტის მიზნობრიობიდან გამომდინარე. სასწავლო კურსი სტუდენტს მისცემს შემოქმედებით და პრაქტიკულ ცოდნას ვებ, დესქთოპ და მობილური პლატფორმებისათვის ვიზუალური ინტერფეისების შექმნის, ანალიზის, ტესტირებისა და გაუმჯობესების შესახებ; ასწავლის არსებული ბრიფის ფარგლებში, როგორ დაგეგმონ და შექმნან სრულად ოპტიმიზირებული და ამავე დროს აქტუალური სამომხმარებლო ინტერფეისები.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Figma


პრერეკვიზიტები:

კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია გრაფიკული რედაქტორი Figma-ს საწყის დონეზე ცოდნა. 


სწავლების ფორმატი: ფიზიკური შეხვედრები

instructor-image

თათა გუშარაშვილი

UI დიზაინერი @ Holy Motors

მენტორის შესახებ

თათა უფროსი UX/UI დიზაინერია ჰოლი მოტორსში. ის ყოველდღიურად მუშაობს სხვადასხვა ციფრულ პროდუქტებზე, ქმნის ახალ მიკროსამყაროებს და ცდილობს ციფრული გარემო მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი, ფუნქციური და ესთეტიურად მიმზიდველი გახადოს. თათა შეეცდება თქვენთან ერთად გააცოცხლოს სხვადასხვა შემოქმედებითი ვებგვერდები და გაგვიზიარებს მისეულ ხედვას თანამედროვე დიზაინ მიდგომებსა და ინდუსტრიის სფეციფიკებზე.



instructor-image

გიორგი ვასაძე

დიზაინერი, ასოცირებული პარტნიორი @ Holy Motors

მენტორის შესახებ

გიო ვასაძე, დიზაინერი, ასოცირებული პარტნიორი ჰოლი მოტორსში. მისი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ბრენდის პრობლემის ვიზუალურ გადაჭრასთან. ყოველი მომდევნო პროექტი ახალი იდეის გარშემო ტრიალთან და ამ იდეით კლიენტის პრობლემის გადაჭრასთან ასოცირდება. გიორგი გაგვიზიარებს მისი პერსპექტივით დანახულ იდეებსა და გამოცდილებებს, დაგვანახებს პროცესებსა და მიდგომებს.

1500 ₾

დაწყება: 19 ნოემბერი, 2024