რეჟისურა
2D
ანიმაცია
კადრირება კინოსა და რეკლამაში
კადრირება კინოსა და რეკლამაში კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს და გაიუმჯობესოს ვიზუალური პროდუქტის შექმნის უნარები.
კურსზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს ელემენტარული სამხატვრო უნარები და სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები. კურსის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალი, რომელიც შეძლებს იდეის კადრირებას, Photoshop-სა და After Effects-ში კინოსა და სარეკლამო პროექტისთვის. კურსდამთავრებულს შეეძლება სხვადასხვა ვიზუალური პროდუქტისთვის, როგორებიცაა სარეკლამო ან კინო ნაწარმი, ვიზუალური გეგმის შემუშავება, კადრის კომპოზიციის აწყობა, საწარმოო პროცესისთვის მოკვლევის პროცესის წარმოება, რეფერენსების ძიება და შესაბამისობა.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები:
Photoshop, After Effects.
პრერეკვიზიტები:
კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ხატვის და სამხატვრო ფუნდამენტური უნარების მინიმალურ დონეზე ცოდნა. კურსის დაკომპლექტება მოხდება გამოგზავნილი პორტფოლიოს საფუძველზე (ციფრული ნახატების შემთხვევაში AI-ით დაგენერირებული ნამუშევრები არ მიიღება).
სწავლების ფორმატი: ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები
სანდრო ქათამაშვილი
მხატვარი, რეჟისორი @ Animatory
მენტორის შესახებ
სანდრომ დაიწყო მედია ხელოვნების შესწავლა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, თუმცა მუდმივად გრძნობდა, რომ ძიების პროცესში იყო და სადღაც სხვაგან უნდა აღმოეჩინა საკუთარი თავი. ამ ძიებამ კი, ანიმაციამდე მიიყვანა და სწავლაც, როგორც ანიმატორმა ისე დაასრულა.
სანდრომ ამ დრომდე იმუშავა სამ საავტორო, მოკლემეტრაჟიან ფილმზე და უამრავ კერძო პროექტზე.
მას სჯერა, რომ ამბის თხრობას შეუძლია რეალური პრობლემების მოგვარება და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ურთიერთობის ეს ფორმა, მისთვის საუკეთესო აღმოჩენაა.
კურსზე სანდროსთან ერთად ისწავლი, როგორ შექმნა სწორი გეგმა, ატმოსფერო და ვიზუალები, კინოსა თუ რეკლამისთვის. როგორ იყოს სცენები რეალისტური, აღქმადი და ემოციებით სავსე. სწავლის პროცესი დაფუძნებული იქნება პრაქტიკით შესწავლაზე და შემოქმედებითი დღეების უსასრულო კორიანტელი გელით.