მხატვრობა
დიზაინი

ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია

კურსი განკუთვნილია გრაფიკული დიზაინის, ბრენდინგისა და ვიზუალური კომუნიკაციის სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება

კურსის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური პროფესიონალი, რომელიც შეძლებს ვიზუალური კომუნიკაციის როლის გააზრებას ბრენდინგში და წარმატებული ბრენდის იდენტობის ანალიზის, ეფექტური კრეატიული სტრატეგიის შემუშავებას, გრაფიკული დიზაინის ელემენტების გამოყენებით ვიზუალური იდენტობის შექმნას, ვიზუალური ელემენტების - ტიპოგრაფია, ფერი, გამოსახულების მანიპულირებას, მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის მნიშვნელობის გაგებას და პროექტის შექმნა-პრეზენტირებას.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Photoshop, Illustrator


კურსის ხანგრძლივობა: 12 კვირა


ფასი: 2500 ლარი


პრერეკვიზიტები:

კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია აპლიკანტმა დამწყებ დონეზე იცოდეს ფოტოს რედაქტირება, რეტუში და მანიპულაციები, ასევე შეეძლოს 2D გრაფიკული პროგრამების Photoshop/Illustrator გამოყენება და პრეზენტირებისთვის საჭირო ფორმატებსა თუ პროგრამებში ნავიგაცია PDF/Figma/Canva/keynote.


კურსის დაკომპლექტება მოხდება ორეტაპიანი შერჩევის გზით:

I ეტაპი - გამოგზავნილი პორტფოლიოს საფუძველზე (ციფრული ნახატების შემთხვევაში AI-ით დაგენერირებული ნამუშევრები არ მიიღება).

II ეტაპი - გასაუბრება.


სწავლების ფორმატი: ფიზიკური შეხვედრები Design Institute-ში.




instructor-image

ნიკოლოზ კუმბარი

განუმეორებელი @ Holy Motors

მენტორის შესახებ

ნიკოლოზ კუმბარი, ჰოლისტიკური დიზაინის კომპანია Holy Motors თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.


მისი საავტორო კურსი მოქმედი და დამწყები სპეციალისტებისთვის დიზაინერული აზროვნებისა და კრიტიკული ხედვის განსავითარებლად შეიქმნა. ნიკოლოზი გაგვიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც მრავალი წლისა და მრავალ განსხვავებულ დისციპლინაში მუშაობით დააგროვა. პრაქტიკული სასწავლო პროცესით და რეალურ ამოცანებზე მუშაობით ერთად იმოგზაურებთ ინდივიდუალური უნარების სიღრმეებში, გასწავლით “ყუთის შიგნით” შემოქმედებას, პრობლემების ფორმულირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

2500 ₾

დაწყება: 16 ნოემბერი, 2024