3D
გრაფიკა
დიზაინი
3D გრაფიკა, ექსპერტი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ძირითადი ცოდნა 3D გრაფიკის სფეროში და სურს თავისი ექსპერტიზის გაუმჯობესება.
კურსის მიზნები:
▶ ტექნიკური უნარების გაღრმავება: სტუდენტების ტექნიკური უნარების გაუმჯობესება და Blender და BMD Fusion გამოყენებით კომპლექსური მოდელებისა და ანიმაციების შექმნა.
▶ რთული ტექნიკების შესწავლა: ტექსტურირების, განათებისა და რენდერისთვის, საფუძვლიანი შესწავლა ფოტორეალისტური ან სტილიზებული 3D ვიზუალების მისაღებად.
▶ პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება: სტუდენტების უნარების გაძლიერება კომპლექსური პრობლემების გადაჭრისა და წარმოების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების აღმოფხვრაში.
▶ შემოქმედებითი ექსპერიმენტირება: სტუდენტების ხელშეწყობა შემოქმედებითი კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარებაში სხვადასხვა სტილებით, ეფექტებით და თხრობის მეთოდებით, რათა აღმოაჩინონ 3D გრაფიკის შესაძლებლობები.
▶ ინდუსტრიის შესაბამისობა: სტუდენტების მომზადება პროფესიული კარიერისთვის ანიმაციის, თამაშების დიზაინის, ვიზუალური ეფექტებისა და სხვა ინდუსტრიებში, რომლებიც საჭიროებენ 3D გრაფიკის სიღრმისეულ ცოდნას
▶ პორტფოლიოს განვითარება: სტუდენტების ხელშეწყობა ძლიერი პორტფოლიოს შექმნაში
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: BMD Fusion, Blender
კურსის ხანგრძლივობა: 17 კვირა
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
▶ საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Blender-ის სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
▶ სამღილაკიანი მაუსი;
▶ Numpad კლავიატურა
პრერეკვიზიტები:
კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია 3D გრაფიკული ედიტორის საშუალო დონეზე და Blender-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (ან წარმატებით გავლილი კურსი: 3D გრაფიკა, საწყისები)
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
ნიკა მაისურაძე
კომპიუტერული გრაფიკის ჯადოქარი @ GARNAMATAC
მენტორის შესახებ
ნიკა მაისურაძე, სტუდია GARNAMATAC-ის თანადამფუძნებელი და მთავარი CG არტისტი, და დიზაინის და ანიმაციის სკოლის 3D გრაფიკისა და კომპოზიტის მენტორი! ნიკას მოწოდებაა პიქსელების მაგიად გადაქცევა. მისი კურსები მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის სწავლას არ გულისხმობს — ნიკა გვაჩვენებს, როგორ გადავიტანოთ ყველაზე გაბედული წარმოდგენები რეალობაში. ნიკას გაკვეთილები ხელოვნების სიღრმისეულ ცოდნასთან და ინსპირაციით სავსე გამოცდილებით არის დახუნძლული. მის კურსებში შემოქმედება და ტექნიკური უნარები ერთმანეთთან ბალანსირებულად იკვეთება!