ანიმაციის ვიზუალური განვითარება - ღია კარის დღე

სად:
82, დიმიტრი უზნაძის ქუჩა
როდის:
05 აპრილი 2025
13:00

გიფიქრია, როგორ იქმნება ანიმაციური სამყაროს ვიზუალური სტილი? როგორ ჩნდებიან პერსონაჟები, ლოკაციები და ფერები, რომლებიც ასეთი ჯადოსნურია და ყველას გვიყვარს. შემოგვიერთდი DAS-ის ღია კარის დღეზე და გაიგე, რას ნიშნავს იყო ანიმაციის ვიზუალური განვითარების არტისტი!


რა გელოდება ღია კარის დღეზე?


  • შეხვედრა მენტორთან – ჩვენი კურსის მენტორი, ანა მარკოზაშვილი, გაგიზიარებს გამოცდილებას 2D ანიმაციის მხატვრობაში. ნახავ, როგორ მივდივართ კონცეპტუალური სკეჩებიდან - პერსონაჟის დატრიალებამდე, ზოგადი კომპოზიციებიდან - საბოლოო დასრულებულ ფონებამდე. კურსი დაგეხმარება დაინახო ნამუშევრები ანიმატორების თვალით და პროფესიონალურად შეკრა საბოლოო პორტფოლიო.
  • შეხვედრაზე გავივლით კურსის ფორმატს, სამომავლო გეგმებს, და პროგრამებს, რომლებშიც შევქმნით საბოლოო ნამუშევრებს.
  • სტუდენტების გამოცდილება – პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ თავიანთ შედეგებს და რეალურ გამოცდილებას.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა

რეგისტრაციის დასტურს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.