3D
ანიმაცია
3D ანიმაცია - IV მოდული
ამ მოდულში სტუდენტები დაიწყებენ სამსახიობო უნარების შეძენას, ისწავლიან როგორ შექმნან იმის ილუზია, რომ პერსონაჟი ფიქრობს, გეგმავს, რეაგირებს თავის გარემოზე და გააჩნია ემოციები.
აღნიშნული კურსი წარმოადგენს 3D ანიმაციის მოდულური პროგრამის მეოთხე საფეხურს. ამ მოდულში სტუდენტები დაიწყებენ სამსახიობო უნარების შეძენას, ისწავლიან როგორ შექმნან იმის ილუზია, რომ პერსონაჟი ფიქრობს, გეგმავს, რეაგირებს თავის გარემოზე და გააჩნია ემოციები. ანიმატორის მთავარი დავალებაა შეაგრძნობინოს მნახველს ემოციები და გაუჩინოს მას ემპათია პერსონაჟის მიმართ.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Autodesk Maya,ნებისმიერი ვიდეოედიტორი Premier pro, Davinci resolve ან სხვა, sync sketch
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
- საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Autodesk Maya-ს სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
- სამღილაკიანი მაუსი
- Numpad კლავიატურა
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
წინაპირობა: კურსის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეთ 3D ანიმაციის მოდულური კურსის წინა მოდულები ან გქონდეთ შესაბამისი პორტფოლიო ანიმაციაში.
მიშელ აბრამიდი
3D ანიმატორი, 3D ჯენერალისტი
მენტორის შესახებ
მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.
მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.
კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.