3D
3D ანიმაცია - II მოდული
ეს მოდული გასწავლით, როგორ ითარგმნება ანიმაციის საფუძვლები, პერსონაჟების ანიმაციაში.
აღნიშნული კურსი წარმოადგენს 3D ანიმაციის მოდულური პროგრამის მეორე საფეხურს. ეს მოდული გასწავლით, როგორ ითარგმნება ანიმაციის საფუძვლები, პერსონაჟების ანიმაციაში. სტუდენტები ისწავლიან სრული ორფეხა პერსონაჟის მოძრაობის და გადაადგილების ანიმაციას. ისწავლიან პერსონაჟის პოზირებას, ძლიერი სილუეტისა და ბალანსის მნიშვნელობას. აიმაღლებენ ცოდნას ანიმაციის საფუძვლებში და დამაჯერებელი მოძრაობის შექმნაში.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Autodesk Maya,ნებისმიერი ვიდეოედიტორი Premier pro, Davinci resolve ან სხვა, sync sketch
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
- საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Autodesk Maya-ს სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
- სამღილაკიანი მაუსი
- Numpad კლავიატურა
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
წინაპირობა: კურსის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეთ 3D ანიმაციის I მოდული ან 3D ანიმაციის საწყისების კურსი, ან გქონდეთ შესაბამისი პორტფოლიო ანიმაციაში.
მიშელ აბრამიდი
3D ანიმატორი, 3D ჯენერალისტი
მენტორის შესახებ
მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.
მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.
კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.