3D
ანიმაცია
3D ანიმაცია - I მოდული
კურსის მიზანია პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა.
კურსის ხანგრძლივობა: 10 კვირა
კურსის აღწერა: შესავალი ანიმაციის საფუძვლების შესახებ, ახსნილი მარტივი ობიექტების დახმარებით. კურსი მოიცავს შვიდ დავალებას, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტები გაეცნობიან ანიმაციის საფუძვლებს როგორიც არის:
timing, spacing, ease in and out, overlap, follow through, squash andstretch და სხვა. ისწავლიან წონის ილუზიის და დამაჯერებელი მოძრაობების შექმნას,ნამდვილი მოძრაობის დაკვირვებას და იქიდან იდეების ამოღებასა და გაბუქებას.
ვისთვის არის კურსი: სტუდენტებისთვის და დამწყები ანიმატორებისთვის, ვისაც სურსანიმაციაში საბაზისო ცოდნის მიღება.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Autodesk Maya, ნებისმიერი ვიდეოედიტორი Premier pro, Davinci resolve ან სხვა, sync sketch
მინიმალური მოთხოვნები:
- საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Autodesk Maya-ს სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
- სამღილაკიანი მაუსი
- Numpad კლავიატურა
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
მიშელ აბრამიდი
3D ანიმატორი, 3D ჯენერალისტი
მენტორის შესახებ
მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.
მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.
კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.