ვიდეოთამაშების დიზაინი
პროტოტიპირება
Unreal Engine
თამაშების დიზაინი და პროტოტიპირება - I
კურსი წარმოადგენს თამაშების დიზაინის საფუძვლების პრაქტიკულ შესავალს Unreal Engine-ის გამოყენებით.
კურსი წარმოადგენს თამაშების დიზაინის საფუძვლების პრაქტიკულ შესავალს Unreal
Engine-ის გამოყენებით. იგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს: მოთამაშის ფსიქოლოგიიდან დაწყებული, ლეველ დიზაინით, გეიმლუპების მოდელირებითა და პროტოტიპირების ზოგადი განხილვით დამთავრებული.
კურსის მიზნები და სწავლის შედეგები: კურსის ფარგლებში სტუდენტი სწავლობს თამაშის იდეის სტრუქტურირებას GDD-ში (Game Design Document), ავითარებს კონცეპტუალურ და ანალიტიკურ აზროვნებას და ეცნობა თამაშის დიზაინის პროფესიულ ჩარჩოებს. იგი იაზრებს მოთამაშის ქცევისა და მოტივაციის მნიშვნელობას, იყენებს დიზაინის ანალიტიკურ მოდელებს თამაშის შეფასებისა დაგაუმჯობესებისთვის, მონაწილეობს playtesting-ის პროცესში და მიღებული უკუკავშირისსაფუძველზე იღებს არგუმენტირებულ დიზაინ გადაწყვეტილებებს. კურსი ხელს უწყობსსტუდენტის დამოუკიდებლობას, ეთიკური პროფესიული მიდგომების ჩამოყალიბებას დაპორტფოლიოს კონცეფციის განვითარებას.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Unreal Engine, draw.io
ტექნიკური მოთხოვნები: საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Unreal Engine-ს სისტემური მოთხოვნების შესაბამისად.
ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
კურსის ხანგრძლივობა: 14 კვირა
გიორგი შელეგია
უფროსი ტექნიკური გეიმ დიზაინერი
მენტორის შესახებ
გიორგი შელეგია არის AAA დონის უფროსი ტექნიკური გეიმ დიზაინერი (Senior Technical Game Designer), Unreal Engineის სპეციალიზაციიით.
ამჟამად მუშაობს პოლონურ სტუდიაში Flying Wild Hog, სადაც ლეგენდარული ფრენჩაიზის, Tomb Raider: Legacy of Atlantis-ის შექმნაში მონაწილეობს. გიორგი პასუხისმგებელია თამაშის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილებზე:კონკრეტული მოწინააღმდეგეების და ბოსების დიზაინსა და იმპლემენტაციაზე.
მისი ერთ-ერთი მთავარი სპეციალიზაციაა იდეების სწრაფი ტექნიკური ვალიდაცია და პროტოტიპირება, რაც საშუალებას იძლევა მოკლე დროში შეიქმნას თამაშის მომუშავე და სახალისო მექანიკები.
რას ისწავლით მენტორისგან?
სტუდენტები მიიღებენ ცოდნას იმ „სამზარეულოდან, სადაც მსოფლიო დონის თამაშები იქმნება. კურსის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება:
- გეიმ დიზაინის ფუნდამენტურ პრინციპებზე.
- სწრაფ პროტოტიპირებაზე Unreal Engine-ში.
- მოთამაშის ქცევის და მიზნების ანალიზზე