ვიდეოთამაშების დეველოპმენტი
ვიდეოთამაშების დეველოპმენტი
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თამაშების შექმნის საბაზისო ცოდნის შეძენა, Unity3D სათამაშო ძრავითა და C# დაპროგრამების ენის გამოყენებით.
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თამაშების შექმნის საბაზისო ცოდნის შეძენა,
Unity3D სათამაშო ძრავითა და C# დაპროგრამების ენის გამოყენებით.
კურსის დასრულებისშემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ სხვადასხვა გეიმინგ სთორებზე (Steam / Google Play / AppleStore) შექმნან სრულმეტრაჟიანი თამაში და გამოიმუშაონ ფული.კურსი დაეხმარება სტუდენტებს, რომ ნულიდან დაგეგმონ და შექმნან საკუთარი თამაშისპროტოტიპი - დაწყებული C# ენის ფუნდამენტური პრინციპებით, დასრულებული Unity-ისგარემოში პროექტის არქიტექტურითა და ოპტიმიზაციით. კურსის დახმარებით, სტუდენტებიაითვისებენ იმ ინჟინრულ მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტისშესაქმნელად და კურსის ბოლოს შექმნიან სრულფასოვან, გამართულ თამაშის პროექტს, რომელიც მზად იქნება წარმოების ეტაპზე გადასასვლელად.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Unity3D
ტექნიკური მოთხოვნები: საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი
ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
კურსის ხანგრძლივობა: 14 კვირა
გიორგი აბელაშვილი
უფროსი ვიდეოთმაშების დეველოპერი
მენტორის შესახებ
გიორგი აბელაშვილი არის უფროსი ვიდეოთმაშების დეველოპერი, ინდუსტრიის ექსპერტი, რომლის კარიერა 15 წელზე მეტს მოიცავს. გიორგი ამჟამად მოღვაწეობს საერთაშორისო კომპანია DECA Games-ში, სადაც მუშაობს ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა Tomb Raider, Hitman, ShadowGun Legends. პარალელურად, ის არის ინდი დეველოპერი, რომლის შემოქმედებაც მოიცავს თამაშებს როგორც პერსონალური კომპიუტერებისთვის (Steam), ისე წამყვანი კონსოლებისთვის - Nintendo Switch, PlayStation 5 და Xbox. ის არის ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ქართული თამაშისა - Drift King, და შექმნილი აქვს მრავალი სხვა პროექტი (მაგ. Difficult Game About Letters, Winkings).
გიორგი გაუძღვება გეიმ-დეველოპმენტის შესავალ კურსს, რომელიც დაფუძნებულია Unity-ის ძრავასა და C# პროგრამირების ენაზე. ეს იქნება ინტენსიური, სტუდენტზე მორგებული პრაქტიკული პროცესი, სადაც თეორიულ საფუძვლებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად უკუკავშირს, ტექნიკურ გამართულობასა და რეალურ სამუშაო პროცესს.
თავისი მრავალმხრივი გამოცდილებით, გიორგი დაეხმარება სტუდენტებს, რომ ნულიდან დაგეგმონ და შექმნან საკუთარი თამაშის პროტოტიპი - დაწყებული C# ენის ფუნდამენტური პრინციპებით, დასრულებული Unity-ის გარემოში პროექტის არქიტექტურითა და ოპტიმიზაციით. მისი მენტორობით სტუდენტები აითვისებენ იმ ინჟინრულ მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და კურსის ბოლოს შექმნიან სრულფასოვან, გამართულ თამაშის პროექტს, რომელიც მზად იქნება წარმოების ეტაპზე გადასასვლელად.