2D
ანიმაცია

2D ანიმატორის სპეციალიზაცია - IV მოდული

2D ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ანიმაციის სრულფასოვნად შესწავლა, კურსი დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით და უზრუნველყოფს ანიმატორის უნარების გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებას.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს 2D ანიმაციის მოდულური პროგრამის მესამე საფეხურს. კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი გაიღრმავოს და განივითაროს ცოდნა და უნარები 2D ანიმაციის მიმართულებით. მოდული ტოტალური ანიმაციის შესწავლას.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები:

TV Paint


მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:

ციფრული ხატვისთვის კომპიუტერის და სახატავი პლანშეტის ნებისმიერი კომბინაცია, ან iPad სახატავი კალმით, ან ნებისმიერი სხვა Android პლანშეტი სახატავი კალმით.


სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული


წინაპირობა: კურსის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეთ 2D ანიმაციის I, II და III მოდულები.


ოთხივე მოდულის შეძენის შემთხვევაში პროგრამის სრული ღირებულებაა 5000 ლარი

instructor-image

ნანა სამანიშვილი

მედიახელოვნების პროფესორი და ანიმატორი

მენტორის შესახებ

ნანა სამანიშვილი - ქართველი ანიმატორი, რეჟისორი, მხატვარი და პედაგოგია, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოღვაწეობს ქართულ ანიმაციაში. მის პრაქტიკულ გამოცდილებას, კინემატოგრაფიულ ენასა და პედაგოგიურ საქმიანობას დიდი წვლილი შეაქვს ქართული ანიმაციის განვითარებაში.

ნანას მონაწილეობით შექმნილ ანიმაციებს შორისაა არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, მათ შორის დავით თაყაიშვილის ცნობილი ფილმი „ჭირი“ („La peste“), რომელიც კანის ფესტივალზეა დაჯილდოებული. ასევე არაერთი საერთაშორისო პრიზით აღიარებული ანიმაციები: მეფე და ჩიტი, ბაბილინა, მიწა თავისას მოითხოვს ბებო და სხვა. მისი რეჟისორული დებიუტი, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „Zolemia“ (2021), დამახასიათებელია ვიზუალური სიმდიდრითა და სიღრმისეული თემებით, როგორიცაა იდენტობის ძიება, გარემოსთან დაპირისპირება და ინდივიდუალობის შენარჩუნება. ფილმმა საერთაშორისო ფესტივალების ყურადღებაც მიიპყრო.


დიზაინის და ანიმაციის სკოლაში ნანა სამანიშვილი გაუძღვება მის საავტორო 2D ანიმაციის მოდულურ კურსს, რომელიც მოიცავს ანიმაციის თითოეული საფეხურის დეტალურ და სიღრმისეულ შესწავლას და თქვენთან ერთად გაივლის 2D ანიმაციის შექმნის ყველა ეტაპს.


2000 ₾

დაწყება: გაზაფხული 2027