2D
ანიმაცია

2D ანიმატორის სპეციალიზაცია - I მოდული

2D ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ანიმაციის საფუძვლებისა და საწყისების სრულფასოვნად შესწავლა, კურსი დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით და უზრუნველყოფს დამწყები ანიმატორის სრულფასოვან მომზადებას.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს 2D ანიმაციის მოდულური პროგრამის პირველ საფეხურს. კურსზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და უნარები.

კურსის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის პროფესიონალი, რომელიც შეძლებს TV Paint-ში ანიმაციის პრინციპების გამოყენებით მარტივი ანიმაციების წარმოებას. კერძოდ, პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეეძლება მარტივი საგნების ანიმირება-ხტუნვა, ქანაობა, ვარდნა, დაბრკოლებისას სათანადო რეაქციის მიცემა, რთულ რელიეფზე მარტივი მოძრაობა, მორფინგი, ძირითადი პოზების განსაზღვრა დროში, ფაზების რაოდენობის და სიხშირის განსაძღვრა და შესრულება. ასევე მარტივი ანიმაციის ამოხატვა, განსხვავება ძირითადი პოზებს და ფაზებს შორის.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: TV Paint


მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:

ციფრული ხატვისთვის კომპიუტერის და სახატავი პლანშეტის ნებისმიერი კომბინაცია, ან iPad სახატავი კალმით, ან ნებისმიერი სხვა Android პლანშეტი სახატავი კალმით.


სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული



შეხვედრები ჩატარდება: ორშაბათი -19:00 ფიზიკურად; პარასკევი - 19:00 ონლაინ.


ოთხივე მოდულის შეძენის შემთხვევაში პროგრამის სრული ღირებულებაა 5000 ლარი


instructor-image

ნანა სამანიშვილი

მედიახელოვნების პროფესორი და ანიმატორი

მენტორის შესახებ

ნანა სამანიშვილი - ქართველი ანიმატორი, რეჟისორი, მხატვარი და პედაგოგია, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოღვაწეობს ქართულ ანიმაციაში. მის პრაქტიკულ გამოცდილებას, კინემატოგრაფიულ ენასა და პედაგოგიურ საქმიანობას დიდი წვლილი შეაქვს ქართული ანიმაციის განვითარებაში.

ნანას მონაწილეობით შექმნილ ანიმაციებს შორისაა არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, მათ შორის დავით თაყაიშვილის ცნობილი ფილმი „ჭირი“ („La peste“), რომელიც კანის ფესტივალზეა დაჯილდოებული. ასევე არაერთი საერთაშორისო პრიზით აღიარებული ანიმაციები: მეფე და ჩიტი, ბაბილინა, მიწა თავისას მოითხოვს ბებო და სხვა. მისი რეჟისორული დებიუტი, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „Zolemia“ (2021), დამახასიათებელია ვიზუალური სიმდიდრითა და სიღრმისეული თემებით, როგორიცაა იდენტობის ძიება, გარემოსთან დაპირისპირება და ინდივიდუალობის შენარჩუნება. ფილმმა საერთაშორისო ფესტივალების ყურადღებაც მიიპყრო.


დიზაინის და ანიმაციის სკოლაში ნანა სამანიშვილი გაუძღვება მის საავტორო 2D ანიმაციის მოდულურ კურსს, რომელიც მოიცავს ანიმაციის თითოეული საფეხურის დეტალურ და სიღრმისეულ შესწავლას და თქვენთან ერთად გაივლის 2D ანიმაციის შექმნის ყველა ეტაპს.


1500 ₾

დაწყება: იანვარი 2026