ანიმაცია

ქაღალდის ანიმაცია

ქაღალდის ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეების ქაღალდის სტოპმოუშენ ანიმაციებად გადაქცევა და უყვარს ხელით მუშაობა.

ქაღალდის ანიმაციის კურსი შეიქმნა მათთვის ვისაც სურს საკუთარი იდეების სტოპმოუშენ ანიმაციებად გადაქცევა და ასევე უყვარს “კრაფტინგი” - ხელით მუშაობა, ხატვა, დეტალების ჭრა, წებოსთან მუშაობა, ა.შ. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სცენარზე და კადრირებაზე მუშაობას, პერსონაჟების დიზაინის შექმნას, მოძრავი ქაღალდის ფიგურებისა და დეკორაციების დამზადებას. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სცენარის მიხედვით, კამერის წინ გააცოცხლონ თავიანთი დამზადებული პერსონაჟები და შექმნან მოკლე ანიმაციური ფილმები. კურსის ბოლოს, ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით სტუდენტები შეისწავლიან და გამოიყენებენ მსოფლიოში წამყვან სტოპმოუშენ პროგრამა - Dragonframe-ს, გადაღებულ ვიდეომასალას დაამონტაჟებენ პროგრამა premier-ში. მიღებული ცოდნა სტუდენტებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გააგრძელონ კარიერა ანიმაციის სფეროში და მომავალში საკუთარი ანიმაციური იდეები დამოუკიდებლად განახორციელონ.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Stop-motion Studio, Dragonframe, Premiere Pro.

მინიმალური მოთხოვნები: ხატვის, ქაღალდთან მუშაობისა და ჭრის უნარი, ნებისყოფა.


*არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია ლეპტოპი აღნიშნული პროგრამებით.


კურსის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება ფიზიკურად, ჯიბის სტუდიაში.

სტუდენტებს ყველა საჭირო სამხატვრო მასალა დახვდებათ ადგილზე.





instructor-image

ანა ჩუბინიძე

თოჯინური ანიმაციის რეჟისორი და ილუსტრატორი

მენტორის შესახებ

ანა ჩუბინიძე ილუსტრატორი, თოჯინური (stop-motion) ანიმაციის რეჟისორი და სტუდია „ჯიბის სტუდიის“ თანადამფუძნებელია. კარიერა დაიწყო საქართველოს გამომცემლობებში, სადაც მუშაობდა როგორც ილუსტრატორი და pop-up წიგნების დიზაინერი. 2016 წელს გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“, რომელიც ფრანგულ სტუდია „Folimage“-თან და სხვა პარტნიორებთან კოპროდუქციით შეიქმნა. ფილმი 150-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს და 22 ჯილდო მიიღო.


2017 წელს ანამ თბილისში დააარსა „ჯიბის სტუდია“ . მისი მეორე ფილმი „ფრენცის სასადილო“ (Franzy’s Soup-Kitchen, 2021) ასევე „Folimage“-თან კოპროდუქციით შეიქმნა და არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე დაფასდა. ამჟამად მუშაობს ახალ ანიმაციურ პროექტებზე და სტუდიის გუნდთან ერთად ქმნის ანიმაციურ რეკლამებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს ბავშვებისთვის.

ანა გამორჩეულია ხელნაკეთი სამყაროს შექმნის უნარითა და ვიზუალური თხრობის განსაკუთრებული სტილით, რომელიც ბავშვებსა და დიდებს ერთნაირად უყვართ.


დიზაინისა და ანიმაციის სკოლაში ანა გაუძღვება ქაღალდის ანიმაციის კურსს, სადაც სტუდენტებთან ერთად იმუშავებს იდეების სტოპ-მოუშენ ანიმაციებად ქცევის პროცესზე.

2000 ₾

დაწყება: შემოდგომა, 2025