რეჟისურა
2D
ანიმაცია

ანიმაციის რეჟისურა - ფილმის მოსამზადებელი

ანიმაციის რეჟისურა პრაქტიკული კურსია, სადაც სტუდენტები ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან - იდეიდან რეჟისორულ ხედვამდე და ვიზუალურ პრეზენტაციამდე.

ანიმაციური ფილმის წარმატება დიდწილად სრულყოფილ მოსამზადებელ პერიოდშია, სარეჟისორო გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ ეტაპზე მოდის. კურსის ფარგლებში ერთად გავივლით ფილმის მოსამზადებელ ეტაპს, სადაც ვიფიქრებთ ფილმის შინაარსზე, მიზანზე, ვიმუშავებთ სცენარზე, ძირითად კადრებზე, პერსონაჟებსა და თხრობის სტილზე. დავგეგმავთ ფილმს ისე, რომ სრულად მზად იყოს საწარმოო პროცესისთვის.


კრსის ბოლოს სტუდენტს ექნება:

• ლოგლაინი და სინოფსისი;

• მოკლემეტრაჟიანი სცენარის პირველადი ვერსია;

• ვიზუალური Moodboard-ები (სტილი, პერსონაჟი, კადრები);

• პერსონაჟების განვითარების არკი და რეჟისორული ხედვა თითოეულ სიქვენსზე;

• მთავარი მომენტები სკადრირება;

• სრული პრეზენტაცია (ვერბალური და ვიზუალური).


კურსზე ჩარიცხვის ეტაპები:

გასაუბრება მენტორთან;


*სასურველია სტუდენტს ქონდეს საკუთარი (1-3 წუთიანი ანიმაციის) იდეა, რომელზეც იმუშავებს კურსის ფარგლებში


კურსის ხანგრძლივობა : 12 კვირა


კურსის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება ფიზიკურად, სტუდია ანიმატორში.


instructor-image

ნათია ნიკოლაშვილი

რეჟისორ-ანიმატორი @ Animatory

მენტორის შესახებ

ნათია ნიკოლაშვილი არის ანიმაციის რეჟისორი და ანიმატორი. ნათიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ანიმაციის წარმოებაში, ის მუშაობს როგორც კომერციულ მოკლე პროექტებზე, ასევე საფესტივალო ანიმაციურ ფილმებზე.


ნათია 3 თვის განმავლობაში გაუწევს მენტორობას ანიმაციის რეჟისურის კურსს. ეს იქნება ინტენსიური, სტუდენტზე მორგებული პრაქტიკული პროცესი, სადაც თეორიულ ნაწილთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად უკუკავშირს, შემოქმედებით თავისუფლებასა და რეალურ სამუშაო პროცესს.


ნათია თავისი გამოცდილებით დაეხმარება სტუდენტებს, რომ მოკლედ, მკაფიოდ და კინემატოგრაფიულად მოიფიქრონ და დაგეგმონ საკუთარი ფილმის კონცეფცია — დაწყებული შინაარსითა და პერსონაჟების განვითარებით, დასრულებული თხრობის სტილითა და ვიზუალური პრეზენტაციით. მისი მენტორობით სტუდენტები აითვისებენ იმ სარეჟისორო მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ანიმაციური ფილმის წარმოებისთვის მოსამზადებლად, და შექმნიან სრულფასოვან, პროფესიონალურ პრეზენტაციას/ფილმის პროექტს, რომელიც მზად იქნება წარმოების ეტაპზე გადასასვლელად.

2000 ₾

დაწყება: ოქტომბერი, 2025