3D
ანიმაცია
3D ანიმაცია
კურსის მიზანია 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა, კურსის განმავლობაში მოკლე, 10–12 წამიანი ანიმაციის შექმნა.
კურსის მიზანია 3D ანიმაციის საბაზისო ეტაპის შესწავლა და მისი გამოყენებით მოკლე, 10–12 წამიანი, ანიმაციის შექმნა. კურსის განმავლობაში შევისწავლით ანიმაციის პრინციპებს და მათი გამოყენების მაგალითებს მარტივ ობიექტებზე, გარემოს და პერსონაჟის მოდელირებას, პერსონაჟის დარიგვას (ჩონჩხის ჩასმა), გარემოს ელემენტების ანიმაციას, პერსონაჟის ანიმირებას, ბოლოს საჩვენებელი ვიზუალის დაყენებასა და ვიდეო ფაილის სახით ექსპორტს.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Autodesk Maya
კურსის ხანგრძლივობა: 11 კვირა
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
▶ საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Autodesk Maya-ს სისტემური მოთხოვნების შესაბამისად.
▶ სამ ღილაკიანი მაუსი
▶ Numpad კლავიატურა
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
ირაკლი კილაძე
3D ანიმაციის ხელმძღვანელი @ GARNAMATAC
მენტორის შესახებ
ირაკლი არის სტუდია GARNAMATAC-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ანიმატორი, დიზაინის და ანიმაციის სკოლის 3D ანიმაციის მენტორი. სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაწყებული მოგზაურობა სპორტულ აკრობატიკაში კარიერით გაარძელა და ბოლოს ანიმაციაში აღმოაჩინა თავი. ვინ იფიქრებდა, რომ მისი ყოფილი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიები ასე დაეხმარებოდა ანიმაციის ხელოვნების სრულყოფაში.
ირაკლის სწავლების სტილი გამოირჩევა რთული კონცეფციების მარტივად და მხიარულად გადაცემით. იქნება ეს პერსონაჟების გაცოცხლება თუ მთლიანად ახალი სამყაროს შექმნა, მისი ყველა გაკვეთილი სავსეა თეორიის საფუძვლებით, პრაქტიკული სწავლებით და ექსპერიმენტებით.