2D
ანიმაცია
2D ანიმაცია
2D ანიმაციის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ანიმაციის საფუძვლებისა და საწყისების სრულფასოვნად შესწავლა, კურსი დატვირთულია პრაქტიკული მეცადინეობებით და უზრუნველყოფს დამწყები ანიმატორის სრულფასოვან მომზადებას.
2D ანიმაციის კურსზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და უნარები. კურსის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის პროფესიონალი, რომელიც შეძლებს TV Paint-ში მარტივი ანიმაციის დამოუკიდებლად წარმოებას. კერძოდ, პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შეეძლება ანიმაციის ძირითადი პრინციპების გამოყენება, ანიმაციური სრული სცენის დაგეგმვა/შესრულება, TV Paint-ის გამოყენებით: ამოხატვა, გაფერადება, კომპოზიტინგი და საბოლოო პროდუქტის/ანიმაციური სცენის დარენდერება.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები:
TV Paint, Adobe After Effects
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
ციფრული ხატვისთვის კომპიუტერის და სახატავი პლანშეტის ნებისმიერი კომბინაცია, ან iPad სახატავი კალმით, ან ნებისმიერი სხვა Android პლანშეტი სახატავი კალმით.
სწავლების ფორმატი: ფიზიკური შეხვედრები სტუდია ანიმატორში.
ნათია ნიკოლაშვილი
რეჟისორ-ანიმატორი @ Animatory
მენტორის შესახებ
ნათია ნიკოლაშვილი არის ანიმაციის რეჟისორი და ანიმატორი. ნათიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ანიმაციის წარმოებაში, ის მუშაობს როგორც კომერციულ მოკლე პროექტებზე, ასევე საფესტივალო ანიმაციურ ფილმებზე.
ნათია 3 თვის განმავლობაში გაუწევს მენტორობას ანიმაციის რეჟისურის კურსს. ეს იქნება ინტენსიური, სტუდენტზე მორგებული პრაქტიკული პროცესი, სადაც თეორიულ ნაწილთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად უკუკავშირს, შემოქმედებით თავისუფლებასა და რეალურ სამუშაო პროცესს.
ნათია თავისი გამოცდილებით დაეხმარება სტუდენტებს, რომ მოკლედ, მკაფიოდ და კინემატოგრაფიულად მოიფიქრონ და დაგეგმონ საკუთარი ფილმის კონცეფცია — დაწყებული შინაარსითა და პერსონაჟების განვითარებით, დასრულებული თხრობის სტილითა და ვიზუალური პრეზენტაციით. მისი მენტორობით სტუდენტები აითვისებენ იმ სარეჟისორო მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ანიმაციური ფილმის წარმოებისთვის მოსამზადებლად, და შექმნიან სრულფასოვან, პროფესიონალურ პრეზენტაციას/ფილმის პროექტს, რომელიც მზად იქნება წარმოების ეტაპზე გადასასვლელად.