ვიზუალური განვითარება
მხატვრობა
2D
ანიმაცია

ანიმაციის ვიზუალური განვითარება

კურსის მიზანია ვიზუალური განვითარების ცალკეული ფაზის საფუძვლიანად შესწავლა.

კურსის მიზანია ვიზუალური განვითარების ყოველი ეტაპის (ბრიფის განხილვა, სტილის შერჩევა, პერსონაჟის დიზაინი, პერსონაჟის როტაცია, ნივთების დიზაინი, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, ა.შ.) საფუძვლიანად შესწავლა. კურსის ფარგლებში სტუდენტები შექმნიან ციფრულ ნახატებს თითოეული მიმართულებით, გავლილი მაგალითებისა და სავარჯიშოების საფუძველზე. შედეგად ყოველი სტუდენტი მიიღებს მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, კარიერულ მიზნებზე და გემოვნებაზე მორგებულ პროფესიონალურ პორტფოლიოს Visual Development-ში.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები:

Adobe Photoshop ან ნებისმიერი ციფრული სახატავი პროგრამა, რომელსაც აქვს PSD ფაილების ექსპორტის საშუალება (მაგ: Procreate, Krita, Clip Studio). კურსის ფარგლებში პროგრამის ფუნქციონალს გავივლით ფოტოშოპის მაგალითზე.


მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:

ციფრული ხატვისთვის კომპიუტერის და სახატავი პლანშეტის ნებისმიერი კომბინაცია, ან iPad სახატავი კალმით, ან ნებისმიერი სხვა Android პლანშეტი სახატავი კალმით.

კურსის დაკომპლექტება მოხდება გამოგზავნილი პორტფოლიოს საფუძველზე (ციფრული ნახატების შემთხვევაში AI-ით დაგენერირებული ნამუშევრები არ მიიღება). 


პრერეკვიზიტები:

კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ხატვის და სამხატვრო ფუნდამენტური უნარების საშუალო დონეზე ცოდნა.


სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები




instructor-image

ანა მარკოზაშვილი

ანიმაციის არტ დირექტორი

მენტორის შესახებ

ანა ანიმაციის ვიზუალური განვითარების მენტორია. მისი ისტორია ძალიან საინტერესოდ განვითარდა, მარკეტინგის ექვსწლიანი კარიერა 2D ანიმაციაში გადმოსასვლელად დატოვა და უკვე შვიდი წელია სტუდია ანიმატორთან თანამშრომლობს. აქვს მოკლემეტრაჟიანი, სრულმეტრაჟიანი და სერიალის ფორმატის 2D ანიმაციების არტ დირექციის გამოცდილება.


თითოეული ეტაპი 2D ანიმაციაში, იქნება ეს პერსონაჟის დიზაინი, გარემო, რაშიც ის იმოძრავებს თუ სტილი, რომლითაც დამუშავდება - მოითხოვს განსხვავებული ხატვის ფუნდამენტების ცოდნას და პრაქტიკაში გადმოტანას. ანიმაციის მხატვრობას აქვს ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულება და რაც მეტად გაერკვევით თითოეულში, მით უფრო მრავალფეროვანი დასაქმების შესაძლებლობები ჩნდება.


ანა დაგეხმარებათ კურსის განმავლობაში გააცოცხლოთ თქვენი პერსონაჟები, დაადიზაინოთ მათზე მორგებული სახასიათო გარემო და თქვენს პერსონალურ მიზნებზე მორგებული VisDev პორტფოლიო ააწყოთ.


ანასთვის დამახასიათებელია თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა და ძალიან კონკრეტული, პრაქტიკული, რჩევების მიცემა.


1500 ₾

აპრილი, 2025