მიშელ აბრამიდი
მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.
მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.
კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.
ჩემი კურსები
3D ანიმაცია - I მოდული
კურსის მიზანია პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით 3D ანიმაციის საბაზო ეტაპის შესწავლა.