ხატვა

ხატვის საწყისები

კურსზე შეისწავლით ხატვისთვის საჭირო საწყისებს. კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ფორმისა და სივრცის აგების საბაზისო პრინციპები: ხაზი, ფორმა, პერსპექტივა, შუქ-ჩრდილი, ტონალობა, ფერი და ტექსტურა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 კვირა


კურსის აღწერა:

ამ კურსზე შეისწავლით ყველაზე საჭირო საწყისებს რაც ხატვისთვის არის საჭირო. გაივლით როგორც თეორიულ ნაწილს, ისე შეეხებით ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. გარდა ხატვის საწყისებისა, კურსის ბოლოს დაეთმობა დრო პირად პროექტებსაც, მათ მოფიქრებას და დაწყებას. გაიგებთ იმ მცირე ხრიკებს რაც რეალურად საკმარისა რომ თითოეულმა ვისაც ხატვა უნდა მოახერხოს და გადმოიტანოს ფურცელზე ის რაც მათ გონებაშია. ქონდეს სითამამე და დაინახოს გაკვალული გზა საწყისი ნაბიჯებისთვის. და რაც მთავარია - ხელი მოკიდოს და ჩაეჭდოს ჯადოქრობას, რომელიც ხატვაა.

კურსის მიზნები და სწავლის შედეგები:

კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ ფორმისა და სივრცის აგების საბაზისო პრინციპები: ხაზი, ფორმა, პერსპექტივა, შუქ-ჩრდილი, ტონალობა, ფერი და ტექსტურა. კურსი დაგეხმარება სივრცობრივი აზროვნების, დაკვირვების უნარისა და ვიზუალური კომუნიკაციის განვითარებაში, ასევე საკუთარი იდეების ვიზუალურად გადმოცემაში როგორც აკადემიური,ისე შემოქმედებითი მიმართულებით.


კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

  • ხაზისა და ფორმის ეფექტურად გამოყენებას ვიზუალური კონსტრუქციისთვის;
  • გეომეტრიული და სტილიზებული ფორმების სივრცეში აგებას;
  • შუქ-ჩრდილისა და ტონალობის გამოყენებით ფორმის მოცულობის გადმოცემას;
  • ფერისა და ფერთა პალიტრების გააზრებულად გამოყენებას;
  • სხვადასხვა ტექსტურისა და მასალის ვიზუალურად დამუშავებას;
  • რეფერენსებისა და Master Study-ის მეთოდის გამოყენებას საკუთარი უნარების გასავითარებლად;


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Adobe Photoshop, ან სხვა ნებისმიერი პროგრამა სადაც ხატვა შესაძლებელია


ფორმატი: ონლაინ შეხვედრები


ტექნიკური მოთხოვნები: ნებისმიერი სახატავი პლანშეტი

instructor-image

ნიკოლოზ ბალუ ყუფარაძე

ილუსტრატორი

მენტორის შესახებ

ნიკოლოზ ყუაფარაძე, ან როგორც ყველა ეძახის - ბალუ, არის ილსუტრატორი. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც ვებ ისე ედიტორიალ ილუსტრაციებს. უმუშავია, როგორც ცალკეულ ილუსტრაციებზე, ასევე კოლექციებზეც ფაბლიშერ კომპანიასთან Chaosium Inc. მათთან ერთად შექმნა არარსებული არსებების, ე.წ. Monster, ვიზუალები სამაგიდო თამაშ Call oF Cthulhu-სთვის.


ილუსტრაციების გარდა, მისი საქმიანობა მოიცავს ანიმაციებისთვის პერსონაჟების შექმნასა და კადრირებას. მას ნამუშევარი აქვს Nickelodeon-თან Spongebob Reimagined “Rock Bottom”-ზე პერსონაჟების დიზაინერად. 


 ამ კურსის განმავლობაში, ბალუ გასწავლით იმ ყველაზე საჭირო საწყისებს რაც ხატვისთვის არის საჭირო. გაივლით როგორც თეორიულ ნაწილს, ისე შეეხებით ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. გარდა ხატვის საწყისებისა, კურსის ბოლოს დაეთმობა დრო პირად პროექტებსაც, მათ მოფიქრებას და დაწყებას. გაიგებთ იმ მცირე ხრიკებს რაც რეალურად საკმარისა რომ თითოეულმა ვისაც ხატვა უნდა მოახერხოს და გადმოიტანოს ფურცელზე ის რაც მათ გონებაშია. ქონდეს სითამამე და დაინახოს გაკვალული გზა საწყისი ნაბიჯებისთვის. და რაც მთავარია - ხელი მოკიდოს და ჩაეჭდოს ჯადოქრობას, რომელიც ხატვაა.


900 ₾

დაწყება: შემოდგომა, 2026