3D
ანიმაცია
3D ანიმაცია - V მოდული
ამ მოდულში სტუდენტების დავალება იქნება შექმნან სრულფასოვანი სცენა ან სცენების ნაწყვეტი დიალოგით.
აღნიშნული კურსი წარმოადგენს 3D ანიმაციის მოდულური პროგრამის მეხუთე საფეხურს. ამ მოდულში სტუდენტების დავალება იქნება შექმნან სრულფასოვანი სცენა ან სცენების ნაწყვეტი დიალოგით. სტუდენტები მოძებნიან აუდიო კლიპს და მის დახმარებით მოიფიქრებენ ამბავს, რომელსაც შემდეგ ანიმაციაში გააცოცხლებენ. ამ მოდულში სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას თუ როგორია ანიმაციის ფროდაქშენზე მუშაოა. და დააგროვებენ საკმარის ცოდნას, რომ თავადაც შეძლონ ინდუსტრიაში ჩართვა.
კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Autodesk Maya,ნებისმიერი ვიდეოედიტორი Premier pro, Davinci resolve ან სხვა, sync sketch
მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:
- საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი Autodesk Maya-ს სისტემური მოთხოვნების შესაბამისად;
- სამღილაკიანი მაუსი
- Numpad კლავიატურა
სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები
წინაპირობა: კურსის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეთ 3D ანიმაციის მოდულური კურსის წინა მოდულები ან გქონდეთ შესაბამისი პორტფოლიო ანიმაციაში.
მიშელ აბრამიდი
3D ანიმატორი, 3D ჯენერალისტი
მენტორის შესახებ
მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.
მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.
კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.