3D
ანიმაცია

3D ანიმაცია - III მოდული

ამ მოდულში სტუდენტები ისწავლიან, როგორ შექმნან action სცენები, ისწავლიან დინამიური და კომპლექსური მოძრაობის დაგეგმვას და შესრულებას, შეიძენენ ტექნიკურ და კრეატიულ უნარჩვევებს, რომელიც დაეხმარებათ მოკლე ამბის მოფიქრებასა და შესრულებაში.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს 3D ანიმაციის მოდულური პროგრამის მესამე საფეხურს. ამ მოდულში სტუდენტები ისწავლიან, როგორ შექმნან action სცენები, ისწავლიან დინამიური და კომპლექსური მოძრაობის დაგეგმვას და შესრულებას, შეიძენენ ტექნიკურ და კრეატიულ უნარჩვევებს, რომელიც დაეხმარებათ მოკლე ამბის მოფიქრებასა და შესრულებაში. ასევე მიიღებენ საბაზისო ცოდნას ოთხფეხა პერსონაჟის გადაადგილებაში.


კურსის განმავლობაში გამოყენებული პროგრამები: Autodesk Maya,ნებისმიერი ვიდეოედიტორი Premier pro, Davinci resolve ან სხვა, sync sketch


მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები:


სწავლების ფორმატი: ონლაინ შეხვედრები

წინაპირობა: კურსის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეთ 3D ანიმაციის I მოდული ან 3D ანიმაციის საწყისების კურსი, ან გქონდეთ შესაბამისი პორტფოლიო ანიმაციაში.

instructor-image

მიშელ აბრამიდი

3D ანიმატორი, 3D ჯენერალისტი

მენტორის შესახებ

მიშო არის 3D ანიმატორი, მან კარიერა დაიწყო 3D დიზაინერად, შემდეგ სარეკლამო ანიმაციას და მოუშენ დიზაინს მიჰყო ხელი და ამჟამად მუშაობს მულტი სერიულ ანიმაციაზე, პერსონაჟების ანიმატორად. მან ანიმაციის განათლება, ინდუსტრიის გამორჩეული პროფესიონალებისგან მიიღო, რომლებიც მუშაობენ ისეთ სტუდიებში როგორიც არის, Disney, Sony, Weta და სურს ეს შეძენილი ცოდნა, DAS-ის მოსწავლეებსაც გაუზიაროს.

მიშო 3D ანიმაციის მოდულური კურსის მენტორი იქნება, რომლის მიზანია, მოსწავლეებს პირველ რიგში ანიმაციის საბაზისო ცოდნა ჩამოუყალიბოს, შემდეგ, ეტაპობრივად სრულ ანიმაციურ სცენაზე მუშაობის ცოდნა და შესაძლებლობები მისცეს.

კურსი იქნება დავალებებზე ორიენტირებული, ყოველი დავალების შესრულებით შეძენილი ცოდნა, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეს, შედეგად მოსწავლე შეძლებს, სრულყოფილი ანიმაციური პერსონაჟის გაცოცხლებას და ამბის მოყოლას. მიშო გაგიზიარებთ საჭირო ცოდნას და მისი უკუკავშირი დაგეხმარებათ, რომ ყველა ეს ნაბიჯი წარმატებით გაიაროთ.


1500 ₾

დაწყება: TBA